ზაფხულის თვეების სრულად დადგომასთან ერთად, ფეხებში ტკივილისა და შეშუპების პრობლემას რომ იწვევს ვარიკოზი, თუ მას წინასწარ ყურადღება არ მიექცა, სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემად შეიძლება იქცეს. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირად რომ გვხვდება, ვარიკოზისგან Variclose მეთოდით, ანესთეზიის გამოყენების გარეშე და ტკივილისა თუ მწვავე შეგრძნების გარეშე, 10 წუთში თავის დაღწევა შესაძლებელია!
Hisar Hospital Intercontinental გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების სპეციალისტებმა ვარიკოზის მკურნალობაში გამოყენებული Variclose მეთოდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ვარიკოზი დროთა განმავლობაში კანის ფერის ცვლილებას შეიძლება იწვევდეს
ვარიკოზი წარმოიქმნება, როდესაც სისხლის გულისკენ დაბრუნებას უზრუნველმყოფი ვენები გადაჭარბებული წნევისა და გაჭედვის შედეგად ფართოვდება და კარგავს სისხლის გულისკენ დაბრუნების ფუნქციას. ვენების სარქვლის უკმარისობისა და გადაჭარბებული წნევის შედეგად ფეხების ზედაპირული ვენები ფართოვდება, გრძელდება და ქმნის ვარიკოზს ხვეული და მწვანე-ლურჯი ფერის სახით. ვარიკოზი მკურნალობის გარეშე პროგრესირებით შეიძლება გამოიწვიოს თრომბის წარმოქმნა, კანის ფერის ცვლილება და ჭრილობების წარმოქმნა.
ასაკობრივ ფაქტორთან ერთად ყველაზე ხშირად ქალებში გვხვდება
ვარიკოზი ყველაზე ხშირად გვხვდება მოზრდილი ადამიანების 20%-ში და 50 წელს გადაცილებული ადამიანების 50%-ში. 70 წელს გადაცილებული პაციენტების 70-80%-ში არსებობს ვარიკოზის გავრცელების მაჩვენებელი. ქალებში ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება და კონტრაცეპტიული აბების მიღება ვენებში სტაზისა და თრომბის წარმოქმნას იწვევს, ამიტომ ვარიკოზი ყველაზე ხშირად ქალებში გვხვდება. ხანგრძლივი უმოძრაობა, ნორმაზე მეტი წონა და გენეტიკური მიდრეკილებაც ვარიკოზის დაავადების წამახალისებელ ფაქტორებს მიეკუთვნება.
თავი დაიცავით სიცხისგან!
ვარიკოზის პრობლემის მქონე ადამიანებში ფეხების ტკივილის დროს სითბოთი მკურნალობა ძალიან საზიანოა. სიცხის მიერ გაძლიერებული ვარიკოზული უჩივილებით გამოწვეული ტკივილისგან თავის დასაღწევად ზღვის სანაპიროზე ფეხების ქვიშაში ჩამარხვა და საათობით ყოფნა, თერმულ აბანოებში ცხელ წყალში ხანგრძლივად ყოფნა ვარიკოზისთვის სახიფათო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. ამასთან, ხანგრძლივად ფეხზე მდგომარეობა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ამ დაავადებაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება გაზარდოს პაციენტების უჩივილები და გართულებები.
ანესთეზიის საჭიროების გარეშე პროცედურა 10 წუთში სრულდება
Variclose მეთოდი ვარიკოზის ოპერაციებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მეთოდია. ამ სისტემას დახურული ქირურგიული სისტემებისგან, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა, მრავალი უპირატესობა აქვს. ამ სისტემაში, ლაზერისა და რადიოსიხშირული მეთოდის მსგავსად, სითბური ენერგია არ გამოიყენება, ამიტომ ქსოვილის დამწვრობა, კანის დამწვრობის მსგავსი გართულებები არ წარმოიქმნება. ამ სისტემაში გამოიყენება ერთი ნემსის შეყვანა. ამის წყალობით პროცედურა პაციენტისთვის ანესთეზიის გაკეთების საჭიროების გარეშე 10 წუთში სრულდება. პაციენტები ყოველდღიურ რუტინას არ არღვევენ და მკურნალობის შემდეგ შეუძლიათ დაუბრუნდნენ თავიანთ ცხოვრებას.
პაციენტს მკურნალობისას კომფორტს უზრუნველყოფს
არ საჭიროებს საერთო ან სპინალურ ანესთეზიას.
ტექნიკურად ლაზერისა და რადიოსიხშირული სისტემისგან უფრო ადვილად სრულდება.
ლაზერსა და რადიოსიხშირულში წარმოქმნილი სითბოსგან გამოწვეული კანისა და ნერვის დაზიანებისა და ჩამობუჟების რისკს მთლიანად აღმოფხვრის.
ვარიკოზის მკურნალობაში შესანიშნავ შედეგს იძლევა.
პაციენტს შეუძლია იმავე დღეს დაუბრუნდეს სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
მკურნალობის შემდეგ კანზე ლაქას ან კვალს არ ტოვებს.
პაციენტს პროცედურის დასრულებიდან 30 წუთის შემდეგ შეუძლია ფეხზე წამოდგომა.
პაციენტის ანესთეზიასთან კონტაქტის გარეშე პროცედურა 10 წუთში სრულდება.
ჩატარებული პროცედურის სისხლძარღვის არეში მუდმივი სიხისტისა და გაჭიმულობის შეგრძნება არ რჩება.





