რა არის PET-CT?
PET-CT — მოწინავე სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც ორი განცალკევებული აპარატის ერთ მოწყობილობად გაერთიანებით შეიქმნა, გულისა და ნევროლოგიურ დაავადებებთან ერთად განსაკუთრებით აქტიურ როლს ასრულებს ონკოლოგიის სფეროში. ორგანიზმის მთელ სხეულზე დაბალი რადიაციითა და მაღალი სიჩქარით სკანირების თავისებურების წყალობით იგი გამოიყენება კიბოს დაავადებების დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვასა და მკურნალობის შემდგომ შეფასების პროცესებში.
PET-CT არის მოწინავე ტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც შექმნილია პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) და კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გაერთიანებით.
PET-CT აპარატი:
კიბო
დიაგნოზდაუსმელი დაავადებები
ინფექციები
გულის დაავადებები
ტვინის დარღვევები
ალცჰაიმერისა და დემენციის დაავადების დიფერენცირება
და სხვა მსგავს შემთხვევებში ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვის დროს სახელმძღვანელო როლს ასრულებს.
ონკოლოგიაში PET-CT
ონკოლოგიურ დაავადებებში კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმვის, სტადირების, რეციდივების გამოვლენის, მეტასტაზების განსაზღვრის, რადიოთერაპიული მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის წარმატების შეფასების ეტაპებზე სარგებლობენ PET-CT აპარატით.
კიბოს ის ტიპები, რომლებზეც PET-CT ყველაზე ეფექტურია:
ფილტვის კიბო
ძუძუს კიბო
ფარისებრი ჯირკვლის კიბო
თავისა და კისრის კიბო
კოლორექტალური კიბო
საყლაპავის (ეზოფაგუსის) კიბო
კუჭის კიბო
გინეკოლოგიური კიბო
შარდბუშტის კიბო
პროსტატის კიბო
ლიმფომა
მელანომა
გულის დაავადებებში PET-CT
PET-CT კორონარული არტერიების დაცობით გამოწვეული სისხლის ნაკადის დაქვეითებული არეების განსაზღვრაში მონაწილეობს. ამ არეების გამოვლენა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, მოუტანს თუ არა სარგებელს ანგიოპლასტიკა ან კორონარული არტერიის ბაიპასის ქირურგია.
ტვინის დაავადებებში PET-CT
ტვინის სიმსივნეების გამოვლენაში, ეპილეფსიური შეტევების, ალცჰაიმერისა და დემენციის დაავადებების დიაგნოსტიკაში PET-CT ტექნოლოგიით სარგებლობა შესაძლებელია.
რა არის PET-CT-ის უპირატესობები?
ზოგადად, ექიმები ცალ-ცალკე ჩატარებული PET და CT გამოკვლევების შედეგებს ერთმანეთზე ადებენ და ამის მეშვეობით განსაზღვრავენ და ადგენენ დაავადებებს. თუმცა, ამისთვის ორივე გამოკვლევის დროს პაციენტი სრულიად ერთსა და იმავე პოზიციაში უნდა იყოს განთავსებული. ვინაიდან ამის განხორციელება ყოველთვის არ არის მარტივი, დიაგნოსტიკური ინფორმაციის სიზუსტე შეიძლება დაირღვეს.
PET-CT აპარატი კი ექიმებს საშუალებას აძლევს, პაციენტის გადაადგილების აუცილებლობის გარეშე, ერთ სეანსში სწრაფად ჩაატარონ ორივე გამოკვლევა. ამგვარად, PET გამოკვლევით მიღებული მეტაბოლური მონაცემები და CT-ით მიღებული ანატომიური მონაცემები ერთი აპარატიდან ერთდროულად აღირიცხება, რის შედეგადაც სხვა სადიაგნოსტიკო მეთოდებთან შედარებით უფრო დეტალური და ზუსტი ინფორმაცია მიიღება.
ჩვენი პაციენტებისთვის სარგებელი
მაღალი გარჩევადობა
ჩვენს საავადმყოფოში არსებული PET-CT აპარატი, 400x400 მატრიცის რეკონსტრუქციით და 95 mm3-ით, სექტორში არსებული უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულებით ემსახურება ჩვენს პაციენტებს. ამგვარად, სხვა აპარატებზე ვერგამოსავლენი უმცირესი დეტალებიც კი აღირიცხება და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში წვლილის შეტანით ხელს უწყობს არასაჭირო ქირურგიული ჩარევებისა და ბიოფსიების თავიდან აცილებას.
უფრო ფართო განტრი
ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე პაციენტებიც რომ გავითვალისწინოთ, ჩვენი აპარატი შემუშავებულია და სხვა მწარმოებლების აპარატებთან შედარებით 24%-ით უფრო ფართო განტრი აქვს. უფრო ფართო სივრცე კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებისთვისაც უპირატესობას ქმნის.
დაბალი რადიაცია, მაღალი სიჩქარე
დაბალი დოზის რადიაციით მომუშავე ჩვენი PET-CT აპარატი, ერთი მხრივ, ზრდის პაციენტის კომფორტს, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალური სიჩქარით სხეულის მთელ არეს სიზუსტით სკანირებით განსაზღვრავს ანომალიების, მაგალითად კიბოს უჯრედების, ადგილმდებარეობას.
ნაკლები რადიოაქტიური ნივთიერებით დიაგნოსტიკა
სხვა აპარატებთან შედარებით, ვენური გზით მიცემული უფრო დაბალი დოზის რადიოაქტიური ნივთიერებით მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების მიღებით შესაძლებელია სკანირების ჩატარება.
როგორ მუშაობს PET-CT?
გამოკვლევის დროს მიყოლილი გზა ეტაპობრივად ასეთია:
PET-CT სკანირებამდე საჭიროა 6 საათიანი შიმშილი.
პაციენტის სისხლში შაქრის დონე იზომება. სკანირებისთვის სისხლში შაქრის დონე საჭირო ზღვრის ქვემოთ უნდა იყოს.
უჯრედების მიერ შეთვისებული რადიოაქტიურად მონიშნული შაქრის მოლეკულა ვენური გზით შეჰყავთ სხეულში.
წამლის უჯრედებში დაკავშირებისთვის დაახლოებით 1 საათს ელოდებიან.
პაციენტი PET-CT აპარატში შეჰყავთ და გადაღება იწყება.
რენტგენის დახმარებით სხეულის დეტალური 3-განზომილებიანი გამოსახულებები გადაიღება.
ანომალურ სტრუქტურებში ან კიბოს უჯრედებში დაგროვილი შაქრის მოლეკულები ნათელი გამოსახულებების წყალობით ადვილად გამოიყოფა.
სკანირების ხანგრძლივობა, გადასაღები არის მიხედვით, 20-25 წუთს გრძელდება.
PET-CT-ის შემდგომი პროცესი
PET-CT-ის დროს მიღებული რადიაცია შარდთან ერთად გამოიყოფა. ამიტომ, განსაკუთრებით გამოკვლევის ჩატარების დღეს, რეკომენდებულია ბევრი წყლის დალევა და შარდვის შემდეგ ტუალეტის ავზის რამდენჯერმე ჩამორეცხვა.
მეორე მხრივ, პროცედურის დროს მიღებული რადიაცია გარშემომყოფთათვის რისკს არ ქმნის, თუმცა 12 საათის განმავლობაში რეკომენდებულია, თავი შევიკავოთ რადიაციის მიმართ რისკის ჯგუფში შემავალ მცირეწლოვან ბავშვებთან და ორსულებთან ხანგრძლივი კონტაქტისგან.






