Skip to content
Hisar Hospital

დაავადებების გზამკვლევი

რა არის ბად-კიარის სინდრომი? სიმptომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

ბად-კიარის სინდრომი ღვიძლი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს. ის მეტაბოლიზმის ცენტრში მდებარეობს და მრავალ მოვალეობას ასრულებს, ნაღვლის წარმოქმნიდან დაწყებული ტოქსინების გამოყოფით დამთავრებული. ზოგიერთი იშვიათი დაავადება ამ კრიტიკულ ო

რა არის ბად-კიარის სინდრომი? სიმptომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

ბად-კიარის სინდრომი

ღვიძლი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს. ის მეტაბოლიზმის ცენტრში მდებარეობს და მრავალ მოვალეობას ასრულებს, ნაღვლის წარმოქმნიდან დაწყებული ტოქსინების გამოყოფით დამთავრებული. ზოგიერთი იშვიათი დაავადება ამ კრიტიკული ორგანოს მუშაობას სერიოზულად არღვევს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ბად-კიარის სინდრომი. ღვიძლის ვენების თრომბოზით (დახშობით) განვითარებული ეს სინდრომი მოითხოვს სწრაფ დიაგნოსტიკასა და ზუსტ მკურნალობას.

რა არის ბად-კიარის სინდრომი?

ბად-კიარის სინდრომი (ბქს) არის იშვიათი დაავადება, რომელიც ჩნდება ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ვენის დახშობის შედეგად. ეს ვენები ღვიძლიდან სისხლს ორგანიზმის დანარჩენ ნაწილში ატარებენ, თუმცა როდესაც ეს სისხლძარღვები იხშობა, ღვიძლიდან სისხლის ნაკადი ფერხდება და ღვიძლში წნევა იმატებს. შედეგად, აღინიშნება ღვიძლის გადიდება, ასციტი (სითხის დაგროვება მუცლის ღრუში) და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ბად-კიარის სინდრომმა სახელი მიიღო მე-19 საუკუნეში ამ დაავადების აღმწერი ორი ექიმის - ინგლისელი ექიმის ჯორჯ ბადისა და ავსტრიელი პათოლოგის ჰანს კიარის - პატივსაცემად. ეს სინდრომი შეიძლება იყოს პირველადი (სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბის შედეგად) ან მეორადი (გარედან ზეწოლის ან სიმსივნის გამო). ბქს იშვიათია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. თუ ადრეული ჩარევა არ მოხდა, შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

რა არის ბად-კიარის სინდრომის სიმპტომები?

ბად-კიარის სინდრომის სიმპტომები შესაძლებელია განსხვავდებოდეს დაავადების სიმძიმისა და დახშობის გავრცელების მიხედვით. სიმპტომები შეიძლება დაიწყოს მოულოდნელად, რამდენიმე დღეში, ან გამოვლინდეს თვეების განმავლობაში ფარულად მიმდინარე კლინიკური სურათით. ბად-კიარის სინდრომის გავრცელებული ნიშნებია:

მუცლის ტკივილი: განსაკუთრებით იგრძნობა მარჯვენა ზედა კვადრატში. შესაძლებელია შეიცვალოს მსუბუქი დისკომფორტიდან აუტანელ ტკივილამდე.

მუცლის შეშუპება (ასციტი): ყალიბდება მუცლის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად. შესაძლებელია შეიმჩნეოდეს ტანსაცმლის დაპატარავებით.

ღვიძლის გადიდება (ჰეპატომეგალია): შესაძლებელია ისინჯებოდეს ფიზიკური გასინჯვის დროს და იწვევდეს დისკომფორტს.

სიყვითლე: კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება მიუთითებს ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზე.

კიდურების შეშუპება: შეშუპება შესაძლებელია განვითარდეს კოჭებსა და ფეხებზე.

გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა: ვლინდება განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობასთან მიახლოებულ მდგომარეობებში.

დაღლილობა და სისუსტე: ქრონიკული ფორმის დროს პაციენტები ძირითადად უჩივიან ენერგიის ნაკლებობას.

მწვავე ბად-კიარის სინდრომი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ენცეფალოპათია (ტვინის ფუნქციების დარღვევა). ამიტომ, სიმპტომების შემჩნევისთანავე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

რა იწვევს ბად-კიარის სინდრომს?

ბად-კიარის სინდრომის გამომწვევი მიზეზები უმეტეს შემთხვევაში არის ღვიძლის ვენებში განვითარებული თრომბოზი (სისხლის კოლტი) ან გარედან არსებული ზეწოლა. დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს მრავალი გენეტიკური და შეძენილი რისკ-ფაქტორი. ბად-კიარის სინდრომის ძირითადი მიზეზებია:

კოაგულაციის (შედედების) დარღვევები: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მემკვიდრეობითი ან შეძენილი თრომბოფილიის მდგომარეობებში შესაძლებელია სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნა.

მიელოპროლიფერაციული დაავადებები: ძვლის ტვინის დაავადებები, განსაკუთრებით პოლიციტემია ვერა, სისხლის უჯრედების ჭარბი წარმოქმნით იწვევს სისხლძარღვთა დახშობას.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები: ქალებში ჰორმონალურ ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლებელია გაიზარდოს თრომბოზის რისკი.

ორსულობა: ორსულობის პერიოდმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლძარღვთა სისტემაზე ზეწოლა და დახშობა.

სიმსივნეები: ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის ან მუცლის სხვა სიმსივნეებმა, ვენებზე ზეწოლით, შესაძლებელია გამოიწვიონ მეორადი ბად-კიარის სინდრომი.

ანთებითი დაავადებები: ისეთი ვასკულიტური დაავადებები, როგორიცაა ბეჰჩეტის დაავადება და სისტემური წითელი მგლურა (სწმ), ასევე ზრდიან რისკს.

ინფექციები: ინფექციებს შორის აღსანიშნავია ვირუსული ჰეპატიტები, განსაკუთრებით ჰეპატიტი B და C, და ასპერგილოზის ინფექციები. ეს მდგომარეობები იწვევენ ღვიძლში ანთებასა და სისხლძარღვთა დაზიანებას. სისხლძარღვთა კედლებზე გავლენას ახდენს ზოგიერთი ქრონიკული ინფექცია, მაგალითად ტუბერკულოზი.

ღვიძლის ტრავმები ან ქირურგიული ჩარევები: შესაძლებელია განვითარდეს გართულების სახით, განსაკუთრებით ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.

ზოგ შემთხვევაში მიზეზის პოვნა შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობებს ეწოდება იდიოპათიური ბად-კიარის სინდრომი.

როგორ სისრულდება ბად-კიარის სინდრომის დიაგნოსტიკა?

ბად-კიარის სინდრომი თავისი სიმპტომებით შესაძლებელია აგვერიოს ღვიძლის სხვა დაავადებებში. სწორედ ამიტომ, ზუსტი და დროული დიაგნოზის დასმა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ექიმი პაციენტის ანამნეზის მოსმენის შემდეგ ატარებს ფიზიკურ გასინჯვას და მიმართავს ლაბორატორიულ და ვიზუალიზაციურ კვლევებს. დიაგნოსტიკურ პროცესში გამოყენებული მეთოდები შემდეგია:

სისხლის ანალიზები: ტარდება ღვიძლის ფუნქციური ტესტები (AST, ALT, ALP, GGT, ბილირუბინი), შედედების დრო და სისხლის საერთო ანალიზი. ეს ტესტები დიაგნოსტიკური პროცესის პირველ საფეხურს წარმოადგენს. შეინიშნება ღვიძლის ფერმენტების მატება, ბილირუბინის დონის მომატება და ალბუმინის დონის დაქვეითება. კოაგულაციის ტესტები, როგორც წესი, დარღვეულია და INR-ის მაჩვენებელი მაღალია.

ულტრასონოგრაფია (დოპლერი): დოპლერ ულტრასონოგრაფია არის პირველად ასარჩევი ვიზუალიზაციური მეთოდი. ვინაიდან ბად-კიარის სინდრომი ვითარდება ღვიძლის ვენების დახშობის შედეგად, ამიტომ ღვიძლის ვენებში სისხლის ნაკადის არარსებობის ან საპირისპირო ნაკადის გამოვლენა მნიშვნელოვანია დიაგნოზისთვის.

კტ (კომპიუტერული ტომოგრაფია): კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ზუსტი დიაგნოზისთვის „ოქროს სტანდარტის“ მეთოდებს წარმოადგენს. კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით ჩატარებულ გამოკვლევებში ღვიძლის ვენების ვიზუალიზაციის შეუძლებლობა ან ავსების დეფექტის გამოვლენა ადასტურებს დიაგნოზს.

ვენოგრაფია: მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის ვენოგრაფია ინვაზიური მეთოდია, საეჭვო შემთხვევებში ის შეიძლება აუცილებელი იყოს ზუსტი დიაგნოზისთვის. ამ მეთოდით დეტალურად ფასდება ღვიძლის ვენების ანატომია და ამავდროულად შესაძლებელია სამკურნალო ჩარევების ჩატარება.

ღვიძლის ბიოფსია: ზოგ შემთხვევაში ღვიძლის ბიოფსია შესაძლებელია აუცილებელი გახდეს. განსაკუთრებით ქრონიკული ფორმის დროს პორტული არის გარშემო ფიბროზისა და სინუსოიდური დილატაციის (გაფართოების) ჩვენება მხარს უჭერს დიაგნოზს.

როგორ ტარდება ბად-კიარის სინდრომის მკურნალობა?

ბად-კიარის სინდრომის მკურნალობა იცვლება იმის მიხედვით, დაავადება მწვავეა თუ ქრონიკული, ღვიძლის დაზიანების ხარისხსა და გამომწვევ მიზეზზე დაყრდნობით. ძირითადი მიზნებია დახშობის გახსნა, თრომბის წარმოქმნის პრევენცია და ღვიძლის ფუნქციების შენარჩუნება. მკურნალობის მეთოდები შემდეგია:

ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები): ძირითადად პირველი ეტაპის მკურნალობაა. ისინი პრევენციას უკეთებენ არსებული თრომბის პროგრესირებას და აფერხებენ ახალი თრომბების წარმოქმნას.

დიურეტიკები (შარდმდენები): გამოიყენება ასციტის სამკურნალოდ, ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის მოცილებაში.

ტკივილგამაყუჩებლები და დამხმარე მკურნალობა: მიმართულია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დაღლილობა.

ანგიოპლასტიკა და სტენტირება: გამოიყენება სისხლძარღვთა დახშობის მოსახსნელად. სისხლძარღვში თავსდება ბუშტი, რომელიც აფართოებს მას და საჭიროების შემთხვევაში დგება სტენტი.

TIPS (ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შანტირება): ღვიძლში იქმნება ხელოვნური სისხლძარღვოვანი გზა, რომლითაც მცირდება წნევა. საკმაოდ ეფექტურია მოგვიანებით სტადიებზე.

შუნტირების (ბაიპასის) ქირურგია: დახშობის ასავლელად იქმნება ხიდი სისხლძარღვებს შორის.

ღვიძლის გადანერგვა: ბად-კიარის სინდრომმა შესაძლებელია მოითხოვოს ღვიძლის გადანერგვა. ეს არის უკანასკნელი გამოსავალი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ღვიძლი მძimედაა დაზიანებული და სხვა მკურნალობა უშედეგოა.

მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგულარულ ვიზუალიზაციურ კონტროლს, ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და კოაგულაციის პარამეტრების თვალყურის დევნებას. პაციენტების ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციური მდგომარეობის შეფასებით მკურნალობის გეგმა შესაძლებელია მუდმივად იცვლებოდეს.

ხშირად დასმული კითხვები ბად-კიარის სინდრომის შესახებ

თუ ბად-კიარის სინდრომს დროულად არ დაუდგინდება დიაგნოზი და არ ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა, ის შეიძლება საშიში გახდეს. ღვიძლის სისხლძარღვების დახშობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და ღვიძლის უკმარისობაც კი, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკითა და შესაბამისი მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობით შესაძლებელია მისი კონტროლი და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ბად-კიარის დიაგნოზი, ცხოვრების წესში გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანონ. პირველ რიგში, მათ რეგულარულად უნდა მიიღონ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები და არ უნდა გამოტოვონ ექიმთან კონსულტაციები. აბსოლუტურად იკრძალება ალკოჰოლი და შეზღუდული უნდა იყოს მარილის მოხმარება. ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, ისეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე, როგორიცაა ფეხების შეშუპება და მუცლში სითხის დაგროვება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. თუ სისხლძარღვთა დახშობა გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და ღვიძლის სისხლის მიმოქცევა სერიოზულად ირღვევა, შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა. ეს მდგომარეობა, განსაკუთრებით მწვავე ფორმის დროს, შეიძლება სწრაფად პროგრესირებდეს. უკმარისობის განვითარებისას პაციენტებში ვლინდება ისეთი სერიოზული ნიშნები, როგორიცაა სიყვითლე, ცნობიერების დარღვევა და სისხლდენის ტენდენცია. ბად-კიარის სინდრომი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს მუდმივი, მაგრამ შესაბამისი მკურნალობით დაავადება კონტროლს ექვემდებარება. სისხლძარღვთა დახშობის მოხსნისა და გართულებების პრევენციის შედეგად სიმპტომები დიდწილად შესაძლებელია უკუითქას. ქრონიკულ შემთხვევებში ღვიძლში შესაძლებელია წარმოიქმნას მუდმივი დაზიანება, ამიტომ ადრეული ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია. ბად-კიარის სინდრომის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია მუცლის ღრუში სითხის დაგროვება. ამ მდგომარეობას ეწოდება "ასციტი". იმის გამო, რომ ღვიძლი ვერ ახერხებს სისხლის სათანადოდ გაფილტრვას და იზრდება სისხლძარღვოვანი წნევა, სითხე იჟონება მუცლის ღრუში. ასციტი იწვევს მუცლის გამოკვეთილ შეშუპებას. ღვიძლის გადანერგვა ყველა პაციენტს არ ესაჭიროება, მაგრამ გტანჯულ სტადიებზე, თუ განვითარდა ღვიძლის უკმარისობა, შესაძლოა საჭირო გახდეს გადანერგვა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტები, სტენტირება ან TIPS-ის მეთოდები უშედეგოა, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი იყოს. შესაბამისი დონორის მოძიება და დროულად ჩატარებული ტრანსპლანტაცია მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხს. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიაგნოზი დაისვა ადრეულ პერიოდში და შესაძლებელია გამომწვევი მიზეზის მკურნალობა, დაავადება შესაძლებელია სრულად განიკურნოს. თუმცა, პაციენტების უმრავლესობას ესაჭიროება სამუდამო მეთვალყურეობა და მედიკამენტური მკურნალობა. გამოჯანმრთელება იცვლება დაავადების სიმძიმისა და ღვიძლის პასუხის მიხედვით. დიაგნოზი ძირითადად დგინდება კლინიკური სიმპტომების შეფასებითა და ვიზუალიზაციური მეთოდებით. განსაკუთრებით დოპლერ ულტრასონოგრაფია წარმოადგენს პირველი ეტაპის დიაგნოსტიკურ საშუალებას, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა სისხლის ნაკადი ღვიძლის სისხლძარღვებში. უფრო დეტალური კვლევებისთვის გამოიყენება მრ-ანგიოგრაფია და კტ სკანირება. ზოგ შემთხვევაში ზუსტი დიაგნოზი იუსმინება სისხლძარღვში კონტრასტული ნივთიერების შეყვანით ჩატარებული ვენოგრაფიით. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ბად-კიარის სინდრომი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა, შინაგანი სისხლდენა, თირკმლის უკმარისობა და ტვინის ფუნქციების დარღვევა. ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდების წყალობით ეს რისკები დიდწილად მცირდება. თანამედროვე მედიცინაში, როგორც მედიკამენტური, ისე ინვაზიური მეთოდებით შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება.

ბად-კიარის სინდრომი არის დაავადება, რომელიც კონტროლს ექვემდებარება ადრეული დიაგნოსტიკითა და სწორი მკურნალობით, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. თუ გაქვთ მუცლის შეშუპება, ღვიძლის გადიდება, მოულოდნელად განვითარებული მუცლის ტკივილი ან აუხსნელი ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის გამოცდილი ექიმების გუნდი და მოწინავე დიაგნოსტიკურ-სამკურნალო შესაძლებლობები პაციენტებს სთავაზობენ ჰოლისტურ მიდგომას ბად-კიარის სინდრომის ყველა ეტაპზე. თქვენთვის ინდივიდუალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის მისაღებად შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე და უზრუნველყოთ თქვენი ჯანმრთელობა.

დაიწყეთ სწორი შეფასებით: რა არის ბად-კიარის სინდრომი? სიმptომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

გაგვიზიარეთ სიმპტომები ჩვენს ექიმ-სპეციალისტებს; ერთად განვსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმა.

ვიზიტის დაჯავშნა

გაფრთხილება

თუ სიმპტომები მოულოდნელად დაიწყო, სწრაფად პროგრესირებს ან მნიშვნელოვნად ზღუდავს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დაგეგმეთ რა არის ბად-კიარის სინდრომი? სიმptომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები-ის მკურნალობა ჩვენს სპეციალისტებთან ერთად.

შეავსეთ ფორმა ან დაჯავშნეთ ვიზიტი, რათა გაიგოთ მკურნალობის ვარიანტების, პროცესისა და მომზადების შესახებ.

ვიზიტის დაჯავშნა

დაკავშირებული მასალები

დაკავშირებული ექიმები

მკურნალობის მეთოდები

ვიდეოები

დაკავშირებული სტატიები

ვებისა და სამედიცინო სარედაქციო საბჭო

ამ მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო Hisar Hospital-ის ვებისა და სამედიცინო სარედაქციო საბჭომ. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა მხოლოდ ზოგად საინფორმაციო მიზნებს ემსახურება. თქვენი ჩივილის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ბოლო განახლების თარიღი: