ახალი ტექნოლოგიები ტიუბ-ბებეში კვლავ ეხმარება შვილის მოლოდინში მყოფ ადამიანებს და განმეორებად წარუმატებლობებს წარმატებად აქცევს. Hisar Hospital Intercontinental-ის ინფერტილობისა და ტიუბ-ბებეს სპეციალისტებისგან შევიტყვეთ EmbryoGen-ის შესახებ, რომელიც ტიუბ-ბებეში წარმატების მაჩვენებელს ზრდის.
დღესდღეობით EmbryoGen მედიუმის გამოყენებით ემბრიონის განვითარების გაუმჯობესება დედის საშვილოსნოშიც შესაძლებელი გახდა, რაზეც ექსპერტები მიუთითებენ: ‘განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როგორიცაა განმეორებითი წარუმატებელი ტიუბ-ბებეს მცდელობები, განმეორებითი ორსულობის დაკარგვა, აუხსნელი ინფერტილობა, განმეორებითი ადრეული (ბიოქიმიური) ორსულობის დაკარგვა, რომლებშიც ჩვენ ამ მეთოდს ვანიჭებთ უპირატესობას, ორსულობის მაჩვენებელში 28%-იანი ზრდა იქნა მიღწეული. ემბრიონები 3 დღის განმავლობაში EmbryoGen-ის კულტურულ გარემოში იზრდებიან და მათი განვითარება მუდმივად კონტროლდება. მე-3 დღეს დედის საშვილოსნოში გადაიცემა გარკვეული რაოდენობის EmbryoGen მედიუმი. ამით ემბრიონსა და დედის საშვილოსნოს შორის საჭირო კომუნიკაცია მკვეთრად უმჯობესდება. EmbryoGen-ის კულტურული გარემოს შემადგენლობაში შედის დედის საშვილოსნოში ბუნებრივად გამომუშავებული და ემბრიონის განვითარებაში დამხმარე სიგნალური ცილები (GM-CSF). ეს სიგნალური ცილები უზრუნველყოფს უჯრედულ კომუნიკაციას დედასა და ემბრიონს შორის, იცავს ემბრიონს სტრესისგან და იმპლანტაციის ეტაპზე აძლიერებს მას დიფერენცირებისთვის. ორსულობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ემბრიონი დედის იმუნური სისტემის მიერ უცხოდ აღიქმება. EmbryoGen არეგულირებს დედასა და ემბრიონის უჯრედებს შორის კომუნიკაციას და ამით არეგულირებს დედის მხრიდან მომავალ იმუნურ პასუხს’, — განაცხადეს ექსპერტებმა.






