სიმსუქნე თანამედროვე ეპოქის დაავადებათა შორის ერთ-ერთი წამყვანია და მკურნალობის გარეშე თითქმის ორგანიზმის ყველა ორგანოზე უარყოფითად მოქმედებს; ის სულ უფრო მზარდი ეპიდემიის სახით გრძელდება… დიეტით, ფიზიკური აქტივობით და ექიმის კონტროლით გამოყენებული წამლებით წონის დაკლება არასაკმარისი რომ აღმოჩნდება, ინტერვენციული და ქირურგიული მეთოდები დაავადების მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
სიმსუქნის მკურნალობაში ინტერვენციული და ქირურგიული მეთოდების შესახებ ვისწავლეთ Hisar Hospital Intercontinental-ის გასტროენტეროჰეპატოლოგიის განყოფილების და ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექსპერტებისგან.
ქირურგიულ ჩარევამდე გამოყენებულ ინტერვენციულ მეთოდებს შორის პირველ ადგილზე გასტრიკური ბალონის დამონტაჟება დგას, — განაცხადეს ექსპერტებმა: ‘მისი გვერდითი მოვლენები უკიდურესად იშვიათია და ასევე წონის დაკლებაში ძალიან ეფექტურია. გასტრიკური ბალონი ენდოსკოპიური გამოკვლევის დროს შეიძლება დაიდგას, რის გამოც ის სიმსუქნის მკურნალობას მიმღები ჩვენი პაციენტების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად არჩეული მეთოდია.’
შეგიძლიათ გასტრიკური ბალონი დაიდგათ ენდოსკოპიური პროცედურისას…
გასტრიკური ბალონი არის სილიკონისგან დამზადებული ბალონი, რომელსაც ჩვეულებრივი ენდოსკოპიური სეანსის დროს, პაციენტის ძილის პერიოდში, ენდოსკოპიით უდგამენ კუჭში. მისი გვერდითი მოვლენები უკიდურესად იშვიათია და ასევე წონის დაკლებაში ძალიან ეფექტური მეთოდია. ბალონის მიზანია კუჭში სიმაძღრის შეგრძნების შექმნით დაიკავოს ადგილი და შეამციროს საკვების მიღების რაოდენობა. კუჭში არსებულ ბალონს დაახლოებით 500-700 cc ჰაერი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (serum fizyolojik) ეშვება და ბალონი იბერება. ბალონი კუჭში რჩება და ენდოსკოპიური პროცედურა სრულდება. გასტრიკური ბალონის კუჭში ყოფნის ვადაა 6 თვიდან 1 წლამდე. ზოგი ბალონი რეგულირებადია დამზადებული. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მისი შევსება ან დაცლა შეიძლება. საშუალოდ 10-40 კილოგრამით წონის დაკლებას იძლევა. გასტრიკური ბალონის დამონტაჟების შემდეგ პირველ რამდენიმე დღეს შესაძლებელია გულისრევა და ღებინება. ეს მდგომარეობა მედიკამენტებით კონტროლდება. ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორისაა ბალონის დაცლა და ნაწლავის გაჭედვა, თუმცა ეს მდგომარეობა ახალი სისტემით დამზადებულ ბალონებში აღმოიფხვრა. ბალონის დაცლის შემდეგ ის კუჭში რჩება, მაგრამ ნაწლავს არ ხშობს. ბალონის ამოღება 6-12 თვის შემდეგ ისევ სედაციის თანხლებით ენდოსკოპიით ხდება.
მათთვის, ვისაც გასტრიკური ბალონის გამოყენება არ სურს, ქირურგიული ალტერნატივების გამოყენებისას, Hisar Hospital Intercontinental-ის ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექსპერტებმა გამოყენებული მეთოდები შემდეგნაირად ახსნეს.
სიმსუქნის ქირურგია, რომლის მთავარი მიზანიც ისევ კუჭის მოცულობის შემცირებაა, მხოლოდ პატარა ჭრილობებით შესრულებული ლაპაროსკოპიული ქირურგიით პაციენტებს, ღია ქირურგიასთან შედარებით, გაცილებით კომფორტულ გამოჯანმრთელების პერიოდს სთავაზობს. ჩვენ სამი მეთოდი გვაქვს. ესენია:
გასტრიკური ბანდი (კუჭის ბანდი): ხალხში კუჭის სამაგრად ცნობილი რეგულირებადი სილიკონის გასტრიკური ბანდის მეთოდით, საყლაპავისა და კუჭის შეერთების ადგილზე სილიკონის ბანდის დამონტაჟებით; ამ ბანდის დახმარებით ვამცირებთ პაციენტის საკვების მიღებას. ლაპაროსკოპიული მეთოდით გაკეთებული კუჭის ბანდი პატარა ჭრილობებით სრულდება, ამიტომ პაციენტს ძალიან მალე შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და 18-24 თვეში შეიძლება დაიკლოს ზედმეტი წონის 60-80%. ბანდთან დაკავშირებული პრობლემა რომ არ არსებობდეს, პაციენტის ხელახლა წონაში მატების რისკი თითქმის არ არის.
გასტრიკ სლივი (Gastric Sleeve): კუჭის მოცულობის შემცირებით მიზნად ისახავს, რომ პაციენტს ძალიან ცოტა საკვებით სიმაძღრის შეგრძნება ჰქონდეს. ამისთვის კუჭის გარკვეული ნაწილი ქირურგიულად ამოიკვეთება და დარჩენილი კუჭი მილის ფორმას იღებს. ასევე, კუჭის შიმშილის ჰორმონის გამომყოფი ნაწილი ამოღებულია, ამიტომ პაციენტს შიმშილის შეგრძნება არ უჩნდება. მხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობა იზღუდება და საკვების შეწოვა იგივენაირად გრძელდება, ამიტომ პაციენტს გარედან ვიტამინებისა და მინერალების დამატება არ სჭირდება. ლაპაროსკოპიული მეთოდით შესრულებული ეს ოპერაცია პატარა ჭრილობებით სრულდება, ამიტომ პაციენტს ძალიან მალე შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ოპერაციის შემდეგ მცირე მოცულობის საკვების მიღებით პაციენტები მარტივად გრძნობენ სიმაძღრეს და გარკვეული დროის შემდეგ ეს მადის დაკარგვაში გადადის. ოპერაციიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ზედმეტი წონის 80-90% შეიძლება დაიკლოს.
გასტრიკ ბაიპასი (Gastric By-pass): კუჭის დიდი ნაწილის შემოვლით (By-Pass) იქმნება პატარა მოცულობის კუჭი, რომელიც წვრილ ნაწლავზე იკერება. ამ გზით საკვების ნორმალური გზის გავლა იბლოკება და იქმნება შეგნებული შეწოვის დარღვევა. ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების დამატება უტარდება და სამი-ოთხი დღის განმავლობაში სახლში ბრუნდება.









