'რეკონსტრუქცია' ნიშნავს ხელახლა აშენებას, ხელახლა შექმნას. რეკონსტრუქციული მიკროქირურგიული ოპერაციების მიზანია სხეულში მთლიანობადარღვეული, ანატომიურად და ფუნქციურად დაზიანებული ქსოვილის მიკროსკოპის ქვეშ აღდგენა სხვა უბნიდან სისხლძარღვებითა და ნერვებით გამოყოფილი ქსოვილებით.
რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის გამოყენების სფეროები
მოწყვეტილი კიდურების (ხელი, მკლავი, თითი, ყური, თავის კანი) ადგილზე მიკერება
ნერვებისა და სისხლძარღვების აღდგენითი ოპერაციები
ქსოვილის ყოველგვარი დეფექტებისა და დეფიციტის დახურვა
კიბოს გამო ამოკვეთილი ძუძუს ხელახლა ფორმირება
ყბის ხელახლა ფორმირება
სიმსივნის ქირურგიის შემდეგ ფეხისა და მკლავის ძვლების ადგილზე ჩანაცვლება
სახის დამბლის მკურნალობა
ფეხის თითების ხელზე გადანერგვა
ლიმფედემის მკურნალობა
ღია ჭრილობების დახურვა
ქრონიკული ჭრილობების დახურვა




