ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი ქვედარგი, ოკულოპლასტიკა მოიცავს თვალსა და თვალის მიდამოში წარმოქმნილი პრობლემების ქირურგიული მეთოდებით მკურნალობას, ფორმის დარღვევების გამოსწორებას და ზოგიერთი მემკვიდრეული პრობლემის აღმოფხვრას.
ზოგჯერ მემკვიდრეულად წარმოქმნილი, ზოგჯერ კი ასაკთან ერთად თვალის მიდამოში თვალსაჩინო გახდა პრობლემები, შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ოკულოპლასტიკა მიზნად ისახავს ამ ყველა პრობლემის ქირურგიულად მოგვარებას; ესთეტიკური მიზნით ჩატარებასთან ერთად, მკურნალობს ისეთ დაავადებებსაც, როგორიცაა ქუთუთოს სიმსივნეები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს.
რომელ დაავადებებს მოიცავს ოკულოპლასტიკური ქირურგია?
ოკულოპლასტიკა ეხება ქუთუთოს დაავადებებიდან ცრემლის არხების ობსტრუქციამდე მრავალი დარღვევის მკურნალობას. მათი ჩამოთვლა შესაძლებელია შემდეგნაირად.
ქუთუთოს დაავადებები
ქუთუთოს დაცემა (Blepharoptosis)
ოკულოპლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე ხშირად არჩეული მკურნალობაა ქუთუთოს დაცემის მკურნალობა. ჯანმრთელ ადამიანში ქუთუთო რქოვანას 1-2 მმ-იან ნაწილს ფარავს. ქუთუთოს ამწევი კუნთის ცოტა ან საერთოდ არ მუშაობის შედეგად რქოვანის უფრო დიდი ფართობი იფარება და ქუთუთოს დაცემა წარმოიქმნება. პტოზისის სახელითაც ცნობილი ქუთუთოს დაცემა ბავშვებში ამბლიოპიას (ზარმაცი თვალი), ზრდასრულ ადამიანებში კი ხედვის უკმარისობას შეიძლება იწვევდეს. გარდა ამისა, ის ესთეტიკურად სასურველი მდგომარეობა არ არის. ზოგიერთ ადამიანში ამ პრობლემას თან სხვა დაავადებებიც შეიძლება ახლდეს. ამიტომ ქუთუთოს დაცემის მქონე პაციენტებს ურჩევენ, რომ სპეციალისტ ექიმს მიმართონ.
რა იწვევს ქუთუთოს დაცემას?
შესაძლოა მემკვიდრეულად ან ასაკთან დაკავშირებით წარმოიქმნას.
კონტაქტური ლინზების ხანგრძლივად გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს.
ტრავმის ან ნევროლოგიური კუნთოვანი დაავადებების შედეგად შეიძლება განვითარდეს.
ზედა ქუთუთოზე წარმოქმნილმა მასებმა შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოს დაცემა.
როგორ გავიგოთ, დაცემულია თუ არა ქუთუთო?
ქუთუთოს დაცემის ნიშნებია:
დაზიანებულ თვალში პატარა ზომის შეგრძნება
დაღლილობა
ხედვის არეალის შევიწროება
ბავშვებში ზარმაცი თვალი
როგორ მკურნალობენ ქუთუთოს დაცემას?
თუ დარღვევა ნევროლოგიური დაავადებების შედეგად არ განვითარებულა, ქუთუთოს დაცემის მკურნალობა ქირურგიულია. ქუთუთოს კუნთის მოძრაობის სიდიდისა და დაცემის მიზეზის მიხედვით განისაზღვრება ოპერაციის სახეობა. იმ შემთხვევაში, თუ კუნთის მოძრაობა საკმარისია, მიზნად ისახება ლევატორის კუნთის გაძლიერებით ქუთუთოს აწევა.
ქირურგიული მკურნალობა,
ლოკალური ან საერთო ანესთეზიით შეიძლება ჩატარდეს ყველა ასაკის ადამიანზე.
კანის ნაოჭიდან ან ქუთუთოს ქვეშიდან ჩარევით, კვალის დატოვების გარეშე შეიძლება ჩატარდეს.
პაციენტი იმავე დღეს შეიძლება გაწერონ.
ოკულოპლასტიკის დარგში გამოცდილი თვალის ქირურგი ატარებს.
ქირურგიული მკურნალობის შემდეგ კი მოსალოდნელია სისხლჩაქცევები და შეშუპებები.
კუნთის მოძრაობა არასაკმარისი მქონე ადამიანებში გამოიყენება ჩამოკიდების (სლინგის) ტექნიკა. ამ მეთოდით, იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ შეიძლება წარმოიქმნას ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ძილისას თვალის ნახევრად ღია დარჩენა ან ქვევით ყურებისას ქუთუთოს მეორე თვალთან შედარებით ზემოთ დარჩენა. თვალის გამოშრობის რისკის გამო შეიძლება დაინიშნოს ხელოვნური ცრემლის წვეთები.
ქუთუთოს ნაოჭები, დაშვება, ტომრისებური ამობურცულობა
ასაკის მატებასთან ერთად გენეტიკური ფაქტორების ან კოსმეტიკის გამოყენების და მზის მსგავსი გარემო ფაქტორების გავლენით კანი კარგავს ელასტიურობას და გრავიტაციის ზემოქმედებით იწყებს დაშვებას. დროთა განმავლობაში თვალის მიდამოში წარმოიქმნება ნაოჭები, ტომრისებური ამობურცულობა, ჩამოკიდება ან შეშუპებები. ეს ცვლილებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქუთუთოზე ხდება, იწვევს იმას, რომ ადამიანი უფრო ხნიერად, დაღლილად და მოწყენილად გამოიყურება, ვიდრე არის.
ესთეტიკური ქუთუთოს ოპერაციით, ქვედა და ზედა ქუთუთოებში არსებული ზედმეტი ცხიმი, კანი და კუნთოვანი ქსოვილი ამოიღება და თვალის მიდამო იჭიმება. ჩასატარებელი პროცედურის მიხედვით 1-2 საათის განმავლობაში მიმდინარე ოპერაცია ანესთეზიოლოგის თანდასწრებით სრულდება. ოპერაციის შემდეგ ქუთუთოზე წარმოქმნილი შეშუპება და სისხლჩაქცევა ხანმოკლე, შესაძლო გართულებებია. ოპერაციით ადამიანში წარმოქმნილი დისკომფორტი ქირურგიულად გამოსწორდება, რათა პაციენტს უფრო ახალგაზრდული და დინამიკური იერი შეუქმნას.
ქუთუთოს სიმსივნეები
ქუთუთოს სიმსივნეები, მათი დიდი უმრავლესობა კეთილთვისებიანია, ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქუთუთოსა და მის გარშემო არსებული უჯრედების კონტროლის გარეშე გამრავლებით.
რა არის ქუთუთოს სიმსივნის ნიშნები?
ხანგრძლივად შემდეგი ნიშნებით შეწუხებულ ადამიანებს ურჩევენ, რომ თვალის ექიმს მიმართონ.
თვალის მიდამოში არმოშუშებადი ჭრილობები და არპაჩიკი
თვალის შეშუპება
ხედვის დაკარგვა
ბუნდოვანი ხედვა
თვალის აწითლება
თვალში წნევის შეგრძნება
როგორ მკურნალობენ ქუთუთოს სიმსივნეს?
ქუთუთოს სიმსივნის პირველადი არჩეული მკურნალობა ქირურგიული ჩარევაა. იმის შემდეგ, რაც გადაწყდება, კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი სიმსივნე, სიმსივნე ქირურგიული მეთოდით ამოიღება. ზოგ შემთხვევაში (მოწინავე სტადიის სიმსივნეებში) შეიძლება საჭირო გახდეს თვალის მთლიანად ამოღება და მის ადგილას პროთეზური თვალის დადგმა. სიმსივნის ამოღების შემდეგ, ამოღებული ქსოვილის ადგილას ტარდება ქუთუთოს რეკონსტრუქცია გრაფტით (სხვა ადგილიდან ქსოვილის აღება) ან ფლეპებით (მიმდებარე ქსოვილის გადაადგილება). ბუნებრივი იერის შესანარჩუნებლად შეიძლება ესთეტიკური ქირურგიის დახმარება იქნას გამოყენებული.
ქუთუთოების შიგნით (ენტროპიონი) და გარეთ (ექტროპიონი) შემობრუნება, დეფორმაციები
ენტროპიონი
ნიშნავს ქუთუთოების შიგნით შემობრუნების მდგომარეობას. შეიძლება იყოს მემკვიდრეული ან ტრავმის შემდეგ, თუმცა ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქსოვილების მოდუნების შედეგად, რაც ასაკთან არის დაკავშირებული. ქუთუთოები შიგნით რომ არის შემობრუნებული, წამწამები თვალზე გაღიზიანებას იწვევს. ქუთუთოების წინანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად იყენებენ ოკულოპლასტიკურ ქირურგიას.
ექტროპიონი
ნიშნავს ქუთუთოების გარეთ შემობრუნების მდგომარეობას. ჩვეულებრივ ასაკოვან ადამიანებში წარმოიქმნება, თუმცა სახის დამბლის, ტრავმის ან ქუთუთოს მასებთან დაკავშირებით ასევე შეიძლება განვითარდეს. მკურნალობისთვის ოკულოპლასტიკური ქირურგია ირჩევა.
ქუთუთოს დეფორმაციები
ტრავმები ქუთუთოების სტრუქტურაში ესთეტიკურ და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს. ეს მდგომარეობა სხვადასხვა რეკონსტრუქციული მეთოდებით აღმოიფხვრება.
წამწამების დაავადებები
ტრიქიაზისი
წამწამების არასწორი მიმართულებით ზრდას ნიშნავს. წამწამები ქუთუთოს კიდიდან თვალის ბურთულისკენ შიგნით იზრდება ისე, რომ მას ეხება.
დისტიქიაზისი
ნიშნავს წამწამების ნორმალური განლაგებისგან განსხვავებით მეორე რიგის წამწამის გამოსვლას და გამოსული წამწამების თვალისკენ მიმართვას. ზოგჯერ ერთ, ზოგჯერ ორივე თვალში შესაძლებელი ეს მდგომარეობა, თვალების დახამხამებისას ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს. მკურნალობისთვის ირჩევა ეპილაცია (წამწამის მექანიკური ამოღება), კრიოთერაპია (წამწამის ფესვების გაყინვა და დნობა), ლაზერი ან ელექტროლიზი (წამწამის ფესვების ელექტრული დენით განადგურება). ამ მეთოდების წარუმატებლობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.
ბლეფაროსპაზმი
ნევროლოგიური დაავადება, ბლეფაროსპაზმი, წარმოიქმნება ქუთუთოს დახურვას უზრუნველმყოფი კუნთის უნებლიე, ძლიერი შეკუმშვით. უფრო ხშირად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, დახამხამებების რაოდენობის მატებით, წარმოიქმნება სპაზმები. ზოგჯერ მხოლოდ თვალის მიდამოს კუნთებზე მოქმედებს სპაზმები, ზოგჯერ კი შეიძლება იმოქმედოს წარბის, შუბლის ან ლოყის კუნთებზე.
ბლეფაროსპაზმი არის დაავადება, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შესაბამისად, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ხშირი დახამხამებით გამოწვეულ ფიზიკურ დისკომფორტთან ერთად, ბლეფაროსპაზმის ნიშნებს შორისაა თვალის გამოშრობა ან ცრემლდენა, გაღიზიანება და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
მკურნალობისთვის, ბოტოქსის გამოყენებით შესაძლებელია შეკუმშვების თავიდან აცილება.
სახის დამბლასთან დაკავშირებული ქუთუთოს დაავადებები
სახის მიმიკური კუნთები და ქუთუთოს დამხურავი კუნთები ერთსა და იმავე ნერვს უკავშირდება, ამიტომ სახის დამბლის შემთხვევაში ზედა ქუთუთოში დახურვის სირთულე და ქვედა ქუთუთოში დაშვება შეიძლება წარმოიქმნას. რადგან ქუთუთო არ იხურება, თვალის ზედაპირზე გამოშრობები შეიძლება წარმოიქმნას. ამის თავიდან ასაცილებლად იყენებენ ხელოვნურ ცრემლებს. იმ შემთხვევაში, როცა სახის დამბლა მუდმივია და თვალს საფრთხე ემუქრება, ქუთუთოზე ქირურგიული ჩარევა ეფექტური მეთოდია.
ცრემლის არხების ობსტრუქციები
გამოყოფილი ზედმეტი ცრემლი თანმიმდევრობით ცრემლის არხის ხვრელების, კანალიკულის და საერთო ცრემლის არხის გავლით ჩაედინება ცხვირში. ამ არხების რომელიმე მიზეზით დახშობა იწვევს ზედმეტი ცრემლის გარეთ გადმოსვლას. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში თვალში ცრემლდენა და თვალზე ნადენის წარმოქმნა ხდება. ობსტრუქცია შეიძლება თანდაყოლილი იყოს ან ასაკის მატებასთან ერთად გადატანილი ტრავმის, ანთების შედეგად წარმოიქმნას.
ცრემლის არხის ობსტრუქციის ნიშნები
თვალში გამოვლენილი ზედმეტი ცრემლდენა
ხშირად განმეორებადი ნადენი
ცხვირის ძირზე დაჭერით თვალიდან გამომდინარე ანთებითი სითხე
ცხვირის ძირში წარმოქმნილი შეშუპება
თვალის ხშირი ინფექციები
როგორ მკურნალობენ ცრემლის არხის ობსტრუქციას?
თანდაყოლილი ცრემლის არხის ობსტრუქციები
ახალშობილებში თანდაყოლილად არსებობს გარსისებური წარმონაქმნი, რომელიც ცრემლის ცხვირში გადინებას აფერხებს. ეს გარსისებური წარმონაქმნი, ჩვეულებრივ, პირველ თვეებში თავისთავად იხსნება. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიხსნა, ექიმის რჩევით, პირველი 1 წლის განმავლობაში ცრემლის პარკზე განსაკუთრებული მასაჟის გაკეთებით მარტივად შეიძლება გარსისებური წარმონაქმნის გახსნა. თუ არ იხსნება, ‘ზონდირება’ ეწოდება პროცედურით ხდება არხის გახსნა. იშვიათად, ამითაც რომ ვერ გაიხსნა, არხში მილის ჩადგმაა საჭირო.
შემდგომში წარმოქმნილი ცრემლის არხის ობსტრუქციები
ცრემლის არხში მილის ჩადგმით ან ‘დაკრიოცისტორინოსტომია’ ეწოდება ოპერაციით ხდება ახალი არხის გახსნა. ამით ცრემლის პარკის ცხვირში გახსნა უზრუნველიყოფა. მკურნალობის სახეობა ირჩევა არხის დახშობის უბნის მიხედვით.
ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ცრემლის არხის ობსტრუქციები
ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული მილის გამოყენება ერთ-ერთი არჩეული მეთოდია. ასევე, კანალიკულის გაკვეთის აღდგენით უზრუნველყოფილია ცრემლის გამომყოფი სისტემის მთლიანობა.
თვალის მიდამოს ქსოვილების დაავადებები
ფარისებრი ჯირკვლის ოფთალმოპათია
იოდის დეფიციტის შედეგად განვითარებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (ჩიყვი) გამო თვალის გარეთა კუნთებში, ქუთუთოებსა და თვალის სხვადასხვა არეში შეიძლება გარკვეული დარღვევები წარმოიქმნას. ეს მდგომარეობა სამედიცინო ლიტერატურაში ‘ფარისებრი ჯირკვლის ოფთალმოპათიის’ სახელითაა ცნობილი, ხოლო ხალხში კი გამობერილი თვალების სახელითაა ცნობილი.
რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ოფთალმოპათიას?
ჩიყვის სახეობების მიხედვით თვალზე გამოვლენილი ნიშნებიც იცვლება. ადრეულ ეტაპზე შეიძლება შეინიშნოს თვალების აწითლება, ქუთუთოს ედემა ან დილით ქუთუთოზე შეშუპება. უფრო მოწინავე ეტაპებზე კი გვხვდება ისეთი მონაცემები, როგორიცაა თვალის გამობერვა და ხედვის დაკარგვა. მეორეს მხრივ, თვალის გამობერვის გამო ქუთუთოების დახურვაში სირთულეს განიცდიან, რის გამოც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გამოშრობა და რქოვანას ეროზიები. ნიშნები შეიძლება ორივე თვალში იყოს, ასევე ერთ თვალში ჩნდებოდეს.
როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?
მონაცემები სხვადასხვა ქსოვილში შეიძლება წარმოიქმნას. ვინაიდან ქუთუთოს გახსნის შეზღუდვა ქუთუთოს ჩართულობის გამო, ხოლო თვალის გამობერვა ორბიტის ედემის შედეგად ჩნდება ვარაუდობენ. ნიშნის მიზეზის მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობა და ქირურგიული მეთოდები.
სისხლძარღვოვანი ან სიმსივნური ლეზიები
კიბოს მაუწყებელი შეიძლება იყოს ლეზიები, რომლებიც თვალის წინა ნაწილში ან ორბიტაში, ანუ თვალის ჯიბეში შეიძლება იყოს. თვალის წინა ნაწილში არსებული ლეზიების მკურნალობისთვის არჩეული მეთოდი ქირურგიაა. მკურნალობისას შეიძლება კანის მხრიდან მიდგომა გამოიყენოს. თუმცა თუ ლეზიები თვალის ჯიბის ზემოთ მდებარეობს, ამ შემთხვევაში უფრო დიდი ორბიტალური ოპერაციები ტარდება.
სოკეტის ქირურგია
გენეტიკური ან გარემო ფაქტორების გამო ადამიანებში შეიძლება ხედვის დაკარგვა განვითარდეს. ტკივილის წარმოქმნის ან ესთეტიკური მიზეზების გამო შეიძლება საჭირო გახდეს დაუნახავი თვალის ამოღება. თვალის ამოღების შემდეგ წარმოქმნილი ფორმის დარღვევის აღმოსაფხვრელად გამოიყენება სოკეტის ქირურგია.
მეორეს მხრივ, თვალის ამოსაღებად გამოყენებული ორი მეთოდი გამოირჩევა.
ევისცერაცია
ნიშნავს თვალის ბურთულის შიგთავსის ამოღებას. მკურნალობა ტარდება რქოვანაზე შექმნილი ხვრელიდან შიგნით შესვლით, ისე, რომ თეთრი ნაწილი (სკლერა) ადგილზე რჩება, თვალის შიგთავსის ამოღებით.
ენუკლეაცია
ნიშნავს თვალის ბურთულის მთლიანად ამოღებას. ჩვეულებრივ, თვალში სიმსივნის, ინფექციის არსებობისას ან ტრავმის შედეგად არჩეული ქირურგიული მეთოდია.
ორივე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა თვალის ჯიბის მოცულობის შემცირება და ქუთუთოების შიგნით ჩაჭყლეტა, ამიტომ ქირურგიული ჩარევისას ორბიტალური იმპლანტები (სფერო) ჩაიდგმება. შემდეგ სოკეტზე პაციენტისთვის განკუთვნილი პროთეზის დამზადებით მიზნად ისახება მეორე ჯანსაღი თვალის მსგავსი იერის მიღება.







