განვითარებადი ტექნოლოგიის შედეგად გამოყენება დაიწყო ბლასტოცისტის გადატანამ, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების მოწინავე მეთოდებიდან ერთ-ერთია.
ბუნებრივი გზით მიმდინარე ორსულობისას, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმით, ანუ განაყოფიერების შედეგად წარმოქმნილი ერთუჯრედიანი ემბრიონი, განაყოფიერებიდან დაახლოებით 5-6 დღის შემდეგ მილების გავლით მიემართება საშვილოსნოსკენ, რათა საშვილოსნოს კედელს მიებას. მოცულობაში გაზრდილი და გარემომცველი გარსიდან გამოსული ემბრიონი ამ პერიოდში ბლასტოცისტი ეწოდება.
იმ კლასიკური ხელოვნური განაყოფიერების მკურნალობისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ემბრიონების საშვილოსნოში გადატანა განაყოფიერებიდან 2-3 დღის შემდეგ ხორციელდება, ბლასტოცისტის გადატანის პროცედურისას ემბრიონები განვითარების 5.-6. დღემდე ლაბორატორიულ გარემოში ინახება და მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი. ბლასტოცისტის სტადიაზე მისვლისას კი ხორციელდება ემბრიონის გადატანა. გადატანიდან 12 დღის შემდეგ შესაძლებელია ორსულობის ტესტის ჩატარება.
ამ პროცედურით იმ წყვილების ორსულობის შანსი, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ, კლასიკურ მეთოდებთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის ის შესაფერისი არ არის. იმის განსაზღვრა, თუ რომელ სტადიაზე უნდა გადაიტანონ ემბრიონი, უნდა მოხდეს პაციენტის არსებული მახასიათებლების, საშვილოსნოში განვითარების, მკურნალობის ისტორიის და სხვა პერსონალური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
ვისზე ტარდება ბლასტოცისტის გადატანა?
ბლასტოცისტის გადატანა, როგორც წესი, ტარდება;
35 წლამდე ასაკის ქალებში
განაყოფიერების შემდეგ მე-3 დღეს 5 ან მეტი ხარისხიანი ემბრიონის მქონე პირებში
წინა ცდებში, 2 ან მე-3 დღის ხარისხიანი ემბრიონის გადატანის მიუხედავად ორსულობა რომ არ დადგა, იმ წყვილებში
მრავალნაყოფიერი ორსულობის არმსურველ წყვილებში
უპირატესობა ენიჭება.
რა უპირატესობები აქვს ბლასტოცისტის გადატანას?
წყვილებს, ზრდის უფრო მაღალი შანსის მქონე ემბრიონების შერჩევით, ორსულობის მეტი შანსი აქვთ.
მხოლოდ ყველაზე ხარისხიანი ერთი ან ორი ემბრიონის შერჩევითა და გადატანით მრავალნაყოფიერი ორსულობის მაჩვენებელი მცირდება.
რამდენიმე წარუმატებელი ცდის მქონე წყვილებისთვის ის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია.
