Skip to content
Hisar Hospital

დაავადებების გზამკვლევი

რა არის ყვითელი ლაქის დაავადება (მაკულარული დეგენერაცია)? სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ყვითელი ლაქის დაავადება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში ნაწილობრივი მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მედიცინაში ასევე ცნობილი როგორც მაკულარული დეგენერაცია, ყვითელი ლაქის დაავადება დაკავშირებულია ასაკის მატებასთან ერთად თვალის მკვეთრი მხედველობის მაკონტროლებელი მაკულას სტრუქტურის დაზიანებასთან.

რა არის ყვითელი ლაქის დაავადება (მაკულარული დეგენერაცია)? სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ყვითელი ლაქის დაავადება

ყვითელი ლაქის დაავადება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში ნაწილობრივი მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მედიცინაში ასევე ცნობილი როგორც მაკულარული დეგენერაცია, ყვითელი ლაქის დაავადება დაკავშირებულია ასაკის მატებასთან ერთად თვალის მკვეთრი მხედველობის მაკონტროლებელი მაკულას სტრუქტურის დაზიანებასთან. მაკულა ანუ ყვითელი ლაქის ზონა წარმოადგენს თვალის შიდა და უკანა ნაწილში მდებარე სინათლის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილის ნაწილს. ხანდაზმულ მოზრდილებში ყვითელი ლაქის დაავადებამ შესაძლოა შეაფერხოს ყოველдневური ცხოვრება და უარყოფითად იმოქმედოს სოციალურ ცხოვრებაზე. მაკულარული დეგენერაციის დროს სრული სიბრმავე შესაძლოა არ გამოვლინდეს, თუმცა მან შესაძლოა გამოიწვიოს ბუნდოვანი მხედველობა, რაც ართულებს კითხვას, წერას, მანქანის მართვას, შეკეთებასა და ჭამას. ზოგიერთ ინდივიდში ის შესაძლოა სწრაფად ვითარდებოდეს, ზოგში კი უფრო ნელა. ამ პროცესში მხედველობის მსუბუქი დანაკარგი შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. როგორც წესი, მხედველობის დანაკარგი მიმართულია გამოსახულების ცენტრისკენ. მიუხედავად იმისა, რომ დეგენერაციის ზუსტი მიზეზი უცნობია, არსებობს ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკის მატება, თამბაქო, ჰიპერტენზია და ჰიპერქოლესტერინემია და ა.შ. ქალებში მაკულარული დეგენერაციის განვითარების სიხშირე მამაკაცებთან შედარებით მაღალია. ყვითელი ლაქის დაავადების სიმპტომების, მიზეზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიის გაგრძელება.

რა არის ყვითელი ლაქის დაავადება?

ყვითელი ლაქის დაავადებად ცნობილი "მაკულარული დეგენერაცია" ან "ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია" წარმოადგენს ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს და გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. ბადურის ცენტრი, ანუ მაკულა/ყვითელი ლაქა, არის ზონა, სადაც გამოსახულება ეცემა. თვალის უკანა ნაწილში მდებარე ყვითელ ლაქაში ყალიბდება ცენტრალური მხედველობა და გამოსახულება გადაეცემა ტვინს. მაკულას დეგენერაციის შედეგად, მაშინაც კი, თუ ინდივიდები მთლიანად არ ბრმავდებიან, შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან ბუნდოვანი მხედველობა. ვინაიდან ეს სამედიცინო პრობლემა ვითარდება ასაკის შესაბამისად, ის ძირითადად გვხვდება 50 წელს ზემოთ ასაკის პირებში. ასაკობრივ მაკულარულ დეგენერაციას აქვს ორი განსაზღვრული ფორმა:

მშრალი მაკულარული დეგენერაცია: პასუხისმგებელია ყვითელი ლაქის დაავადების შემთხვევების დაახლოებით 80-90%-ზე. ის ყალიბდება მაკულარულ ზონაში „დრუზენის“ ცილების დაგროვების შედეგად მაკულას გახევებისა და გამოშრობის გზით. მშრალი ტიპის ყვითელი ლაქის დაავადების დროს მხედველობის დაკარგვა ძირითადად ნელა და თანდათანობით ხდება.

სველი/წოვიანი მაკულარული დეგენერაცია: ნაკლებად გავრცელებული სველი ფორმა შესაძლოა წარმოიშვას ბადურის ქვეშ ახალი და არანორმალური სისხლძარღვების წარმოქმნის შედეგად. ამ სისხლძარღვებიდან სისხლთან ერთად შესაძლოა გაჟონოს სითხემ და მაკულა გადაიქცეს ნაწიბუროვან სტრუქტურად. ეს ფორმა უფრო სწრაფი და მწვავეა.

რადგან ზოგიერთ ინდივიდში ყვითელი ლაქის დაავადება ადრეულ პერიოდში არ აჩვენებს სიმპტომებს, რეგულარული თვალის გამოკვლევა მნიშვნელოვანია.

რა არის ყვითელი ლაქის დაავადების სიმპტომები?

დაზიანებული ყვითელი ლაქიდან გამოგზავნილი გამოსახულება ტვინის მიერ ვერ იკითხება ან ვერ ამოიცნობა. ადამიანების უმრავლესობაში ეს მდგომარეობა შესაძლოა შესამჩნევი გახდეს დაავადების პროგრესირებასთან ერთად. ამასთან ერთად, ყვითელი ლაქის დაავადების გამოვლენილი სიმპტომები ძირითადად შემდეგია:

მკვეთრი ხედვის უნარის შემცირება (ბუნდოვანი მხედველობა),

ნაკლებ/მქრქალ სინათლეში ხედვის უნარის შემცირება,

ბნელი წერტილები მხედველობის არეში,

ფერების აღქმის პრობლემები,

სწორი ხაზების ტალღოვანად ან მრუდედ დანახვა,

ობიექტების ფორმების დამახინჯება,

სახეების ამოცნობის სირთულე,

კითხვისას მეტი სინათლის საჭიროება.

დეგენერაციამ შესაძლოა დააზიანოს ერთი ან ორივე თვალი. როგორც წესი, როდესაც ერთი თვალია დაზიანებული, ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა ადრეულ ეტაპზე ვერ შევამჩნიოთ. ვინაიდან ჯანმრთელ თვალს შესწევს უნარი აინაზღაუროს მხედველობა.

როგორ ვითარდება ყვითელი ლაქის დაავადება?

თვალის უკანა ყვითელი ლაქის დაავადების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა არსებობს რიგი რისკ-ფაქტორებისა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ მაკულას დაზიანება. ამ ფაქტორებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ მაკულას შესუსტებას და მხედველობის დაკარგვას. ყვითელი ლაქის თვალის დაავადების ძირითადი რისკ-ფაქტორები შესაძლოა იყოს შემდეგი:

ასაკის მატება,

ინფექციები,

თამბაქოს მოწევა,

ჰიპერტენზია,

სიმსუქნე,

დიაბეტი,

ოჯახში მაკულარული დეგენერაციის ისტორია,

ათეროსკლეროზული დაზიანებები,

თეთრი რასა,

არასაკმარისი კვება,

ფიზიკურად არააქტიურობა.

ვინაიდან ცხოვრების წესის ჩვევები ძირითადად დაკავშირებულია დეგენერაციასთან, შესაძლებელია მაკულას დაზიანების პრევენცია ან შენელება.

როგორ დგინდება ყვითელი ლაქის დაავადების დიაგნოზი?

ადრეული და სწორი დიაგნოზი ხელს უწყობს შესაბამისი მკურნალობის გეგმის ჩამოყალიბებას. რადგან პირებს ადრეულ პერიოდში სიმპტომები ხშირად არ აქვთ, სამედიცინო ჩარევას მაშინ მიმართავენ, როდესაც დეგენერაცია უკვე პროგრესირებულია. დიაგნოსტიკის დროს გამოყენებული ყვითელი ლაქის დაავადების ტესტები და მეთოდები მოიცავს:

ამსლერის ბადის ტესტი: გთხოვთ შეხედოთ ბადეს, რომელიც შედგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებისგან და რომლის ცენტრშიც წერტილია. მოსალოდნელია, რომ ამ ბადეზე მიუთითოთ ტალღოვანი, მრუდე, ბუნდოვანი და ცარიელი ადგილები. რაც უფრო იზრდება გამოსახულების დამახინჯების კოეფიციენტი, მით უფრო შესაძლებელია მაკულარული დეგენერაციის პროგრესირების დაფიქსირება.

გაფართოებული თვალის გამოკვლევა: თვალის წვეთების ჩაწვეთებით უზრუნველყოფილია გუგის გაფართოება. სპეციალური ლინზების დახმარებით შესაძლებელია თვალის შიდა ნაწილის გამოკვლევა.

ფლუორესცეინული ანგიოგრაფია: მკლავიდან სისხლძარღვებში შეჰყავთ ყვითელი საღებავი, რომელსაც „ფლუორესცეინი“ ეწოდება. სპეციალური კამერებით აკვირდებიან საღებავის მოძრაობას თვალის სისხლძარღვებში. ამის წყალობით შესაძლებელია მაკულას ზონაში სავარაუდო გაჟონვების გამოვლენა.

ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT): იძლევა ბადურის სკანირებისა და მაკულას დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას. ეს არ არის მტკივნეული და ინვაზიური პროცედურა.

ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიის ანგიოგრაფია (OCTA): გამოიყენება ბადურაში და მის ქვეშ მდებარე სისხლძარღვებისა და სისხლის ნაკადის გამოსახულების მისაღებად. ეს პროცედურა ჰგავს ფლუორესცეინულ ანგიოგრაფიას, თუმცა მის ნაცვლად გამოიყენება ლაზერული სინათლის არეკვლა.

დამატებით, ყვითელი ლაქის თვალის დაავადების ტესტთან ერთად ფასდება სამედიცინო ანამნეზი, ოჯახური ისტორია, გარემო პირობები და მედიკამენტების გამოყენება, სხვა არსებული დაავადებები (დიაბეტი, ჰიპერტენზია და ა.შ.).

როგორ ტარდება ყვითელი ლაქის დაავადების მკურნალობა?

ყვითელი ლაქის დაავადების მკურნალობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მშრალი და სველი ფორმების მიხედვით. ორივე ფორმისთვის გამოყენებული მკურნალობის მეთოდები ძირითადად შემდეგია:

მიუხედავად იმისა, რომ მშრალი ტიპის ყვითელი ლაქის დაავადების სამკურნალოდ ჯერ კიდევ არ არსებობს აბსოლუტური ვარიანტი, დაავადების პროგრესირება შესაძლებელია შენელდეს. ამ ფარგლებში, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კვება და დანამატების გამოყენება ეფექტურია მშრალი ყვითელი ლაქის დაავადების განვითარების შესანელებლად. E და C ვიტამინები, ლუტეინი, ზეაქსანტინი, სპილენძი, თუთია და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები არის საკვები ნივთიერებები, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია კვების რაციონში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკვები ნივთიერებები შესაძლებელია მიღებულ იქნას როგორც დანამატები.

სველი ტიპის ყვითელი ლაქის დაავადების მკურნალობა ფართოდ მოიცავს ანტი-VEGF მედიკამენტებს და ლაზერულ ქირურგიას. ანტი-VEGF მედიკამენტი თვალში შეჰყავთ ძალიან თხელი ნემსით. ეს მკურნალობა ხელს უწყობს ბადურაში ახალი არანორმალური სისხლძარღვების განვითარების შეჩერებას. გარდა ამისა, მას შეუძლია თავიდან აიცილოს არანორმალური სისხლძარღვებიდან სისხლისა და სითხის გაჟონვა. მედიკამენტის ინექცია შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ეს ძირითადად უმტკივნეულო პროცედურაა და ხელს უწყობს მხედველობის დაკარგვის შემცირებას. მკურნალობის სხვა ვარიანტი - ლაზერული ქირურგია - ნაკლებად გავრცელებულია. მისი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც გაჟონვის გამომწვევი არანორმალური სისხლძარღვები ძალიან პატარაა, მდებარეობს მაკულიდან შორს და ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა პროგრესირებული გლაუკომა, როდესაც თვალში ინექციის გაკეთება შეუძლებელია. ლაზერული მკურნალობა ხელს უწყობს დეგენერაციის განვითარების შენელებას, თუმცა ვერ აბრუნებს უკან დაზიანებას. ყვითელი ლაქის დაავადების ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს ორი განსხვავებული სახით: ფოტოდინამიკური თერაპია და ლაზერული ფოტოკოაგულაცია.

ხშირად დასმული კითხვები

თვალში არსებულმა ყვითელი ლაქის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური გამოსახულების მსუბუქი ან მძიმე მხედველობის დაკარგვა. თუმცა, როგორც წესი, ბადურის ჯანმრთელობა შესაძლოა არ დაზარალდეს უარყოფითად. სოციალური და ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას სირთულეები, ფოკუსირებას საჭიროებელი სამუშაოების შეფერხება ძირითადი უარყოფითი ფაქტორებია. ამავდროულად, საგნებზე შეჯახება, წაქცევა და ა.შ. შესაძლოა სახიფათო იყოს. არ შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ლაქის დაავადება ყოველთვის იწვევს სრულ სიბრმავეს. აუცილებელი სამედიცინო ჩარევების არარსებობის და სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში იშვიათად ხდება მხედველობის სრულად დაკარგვა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდით სიმპტომების კონტროლი და დაავადების განვითარების შენელება შესაძლებელია. ყვითელი ლაქის დაავადების დიაგნოზამდე და მის შემდეგ ყურადღების მისაქცევი მნიშვნელოვანი საკითხებია:

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის შეზღუდვა ან შეწყვეტა,

ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვების რეჟიმის დაცვა,

იდეალური წონის მიღწევა და შენარჩუნება,

ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების კონტროლქვეშ მოქცევა.

დამატებით, მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროთ თვალის გამოკვლევა. ყვითელი ლაქის დაავადებას არ გააჩნია აბსოლუტური მკურნალობა. თუმცა, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული დეგენერაციების პროგრესირება შესაძლებელია შენელდეს და სიმპტომები შემსუბუქდეს. ასაკობრივ და მშრალი ტიპის მაკულარულ დეგენერაციებს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით შეუძლიათ საშუალება მისცენ პაციენტს განიცადოს სიმპტომები ნაკლებად ხშირად. ძირითადად, ადეკვატური და დაბალანსებული კვება, საკვები დანამატები, მედიკამენტური მკურნალობა და ლაზერული ქირურგია არის დაავადების ტიპის მიხედვით გამოსაყენებელი მკურნალობის ვარიანტები. მონაცემების მიხედვით, ორგანიზმში წარმოქმნილი ოქსიდაციური სტრესი, ანთება და ანგიოგენეზის განვითარებაში მონაწილე გენების კონტროლი შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას D ვიტამინით. D ვიტამინს შეუძლია ხელი შეუწყოს მაკულარულ ქსოვილში უჯრედებისა და პიგმენტური ეპითელიუმების აქტივობების დაცვას. ამ მონაცემებს ამყარებს ის ფაქტი, რომ D ვიტამინის დეფიციტსა და მაკულარული დეგენერაციის რისკს შორის პირდაპირი პროპორციული კავშირია. ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც ცნობილია როგორც ქათმის სიბრმავე, მედიცინაში ეწოდება "ღამის სიბრმავე". ღამის სიბრმავე განისაზღვრება, როგორც მხედველობის პრობლემების არსებობა მცირე სინათლის მქონე ან მქრქალ გარემოში. ეს არის სიმპტომები, რომლებიც ვლინდება მაშინ, როდესაც თვალებს უჭირთ სინათლის აღქმა ან ნელა რეაგირებენ სინათლის ცვლილებებზე. ბადურის ყვითელი ლაქის დაავადება არის მკვეთრი მხედველობის დარღვევის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ბადურაზე არსებული დაზიანებით ან გაჟონვებით. ყვითელი ლაქის დაავადება და ქათმის სიბრმავე არ არის ერთი და იგივე ჯანმრთელობის პრობლემა. ქირურგიული ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დადგინდეს, გამოწვეულია თუ არა მხედველობის დაკარგვა ყვითელი ლაქის დაავადებით თუ კატარაქტით. თუ მხედველობის დაკარგვა გამოწვეულია მაკულარული დეგენერაციით, ვინაიდან ბადურა დაზიანებულია, კატარაქტის ოპერაციამ შესაძლოა არ უზრუნველყოს მხედველობის სრული გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ კატარაქტის ოპერაცია ხელს უწყობს თვალში შემავალი სინათლის გაზრდას, ყვითელი ლაქის დაავადებამ შესაძლოა განაგრძოს ცენტრალური მხედველობის დაბრკოლება. თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის ვარიანტების შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მაკულარული დეგენერაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:

ასაკის მატება,

არასწორი კვების პირობები,

სიმსუქნე, ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,

ოჯახში ყვითელი ლაქის დაავადების ისტორია.

თუ მაკულარული დეგენერაცია არ იმკურნალება, მხედველობის დაქვეითების ხარისხი შესაძლოა გაიზარდოს და სიმპტომები გამწვავდეს. მკურნალობაგაუვლიან მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სიბრმავის განვითარება. გარდა ამისა, შესაძლოა გაგიჭირდეთ ისეთი ყოველდღიური აქტივობების შესრულება, როგორიცაა კითხვა, წწერა, ჭამა და შეკეთება, მანქანის მართვა. ზოგიერთ ინდივიდში შესაძლოა განვითარდეს შფოთვა, სტრესი და დეპრესია. ყვითელი ლაქის დაავადების მქონე თვალს შესაძლოა შეექმნას პრობლემები ცენტრალური მხედველობის თვალსაზრისით. შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი მხედველობის თავისებურებები, როგორიცაა თვალის მხედველობის არის ცენტრის ბუნდოვნად, ტალღოვანად და მრუდედ დანახვა, ფერების არასწორად ინტერპრეტაცია, მქრქალ სინათლეში ხედვის უნარის დაკარგვა, ობიექტების ფორმების დამახინჯება.

თუ გაქვთ მხედველობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მიმართოთ ოფთალმოლოგს. ყვითელი ლაქის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში პროგრესირების სიჩქარე შესაძლოა მნიშვნელოვნად შენელდეს. გადადგით პირველი ნიჯი პროფესიული შეფასებისთვის და ჩაეწერეთ Hisar Hospital-ის თვალის ჯანმრთელობისა და დაავადებათა განყოფილებაში.

დაიწყეთ სწორი შეფასებით: რა არის ყვითელი ლაქის დაავადება (მაკულარული დეგენერაცია)? სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

გაგვიზიარეთ სიმპტომები ჩვენს ექიმ-სპეციალისტებს; ერთად განვსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმა.

ვიზიტის დაჯავშნა

გაფრთხილება

თუ სიმპტომები მოულოდნელად დაიწყო, სწრაფად პროგრესირებს ან მნიშვნელოვნად ზღუდავს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დაგეგმეთ რა არის ყვითელი ლაქის დაავადება (მაკულარული დეგენერაცია)? სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა-ის მკურნალობა ჩვენს სპეციალისტებთან ერთად.

შეავსეთ ფორმა ან დაჯავშნეთ ვიზიტი, რათა გაიგოთ მკურნალობის ვარიანტების, პროცესისა და მომზადების შესახებ.

ვიზიტის დაჯავშნა

დაკავშირებული მასალები

დაკავშირებული ექიმები

მკურნალობის მეთოდები

ვიდეოები

დაკავშირებული სტატიები

ვებისა და სამედიცინო სარედაქციო საბჭო

ამ მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო Hisar Hospital-ის ვებისა და სამედიცინო სარედაქციო საბჭომ. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა მხოლოდ ზოგად საინფორმაციო მიზნებს ემსახურება. თქვენი ჩივილის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ბოლო განახლების თარიღი: