Skip to content
Hisar Hospital

დაავადებების გზამკვლევი

რა არის ჰემანგიომა? სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობის მეთოდები

ჰემანგიომა, ანუ სისხლძარღვოვანი ხალები, არის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც სისხლძარღვების ანომალიური ზრდითაა გამოწვეული. ჩვილობის ასაკის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ჰემანგიომები, გარკვეული პერიოდის ზრდის შემდეგ, ხშირად თავისით ქრება.

რა არის ჰემანგიომა? სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობის მეთოდები

ჰემანგიომა

ჰემანგიომა, ანუ სისხლძარღვოვანი ხალები, არის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც სისხლძარღვების ანომალიური ზრდითაა გამოწვეული. ჩვილობის ასაკის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ჰემანგიომები, გარკვეული პერიოდის ზრდის შემდეგ, ხშირად თავისით ქრება. თუმცა, შესაძლოა შენარჩუნდეს და ზრდა განაგრძოს. ზოგჯერ ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეები შესაძლოა სისხლდებოდეს და ღია ჭრილობები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ხალზე ჩარევა ისეთი მკურნალობის მეთოდებით, როგორიცაა სხვადასხვა მედიკამენტები, კრემები ან ლაზერული თერაპია.

რა არის ჰემანგიომა?

ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება რაიმე მიზეზით სისხლძარღვების ანომალიური ზრდისა და გაფართოების შედეგად. ჰემანგიომები ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში ძირითადად წითელი ან იისფერი, ხოლო მუქი კანის მქონეებში - ყავისფერი შეიძლება იყოს. ბავშვებში ჰემანგიომა ცნობილია, როგორც ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნე. კვლევების თანახმად, ახალშობილთა დაახლოებით 4-5%-ში გვხვდება ჰემანგიომა. ამასთან ერთად, მოზრდილებში ჰემანგიომის არსებობა ასევე გავრცელებული მოვლენაა. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ 75 წელს გადაცილებული ყოველ 4 მოზრდილიდან 3-ს აქვს ჰემანგიომა.

ჰემანგიომა, რომელსაც ხალხში სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებენ, როგორიცაა სისხლძარღვოვანი ხალი ან სისხლძარღვთა გორგალი, იყოფა სხვადასხვა კლასად ზომის, გარეგნობისა და კანზე მდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, ძირითადი ჰემანგიომის ტიპებია:

კაპილარული ჰემანგიომა: კაპილარული ჰემანგიომა ჰემანგიომის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის ყალიბდება მრავალი პატარა კაპილარული სისხლძარღვის შეერთებით. ამ კლასს მიეკუთვნება ჩვილებში გავრცელებული ინფანტილური ჰემანგიომები, რომლებსაც მარწყვისებრ ჰემანგიომასაც უწოდებენ, და მოზრდილებში არსებული ალუბლისებრი ჰემანგიომები. ვინაიდან ისინი კანის ზედაპირთან ახლოს მდებარეობენ, კაპილარული ჰემანგიომები ძირითადად მკვეთრი წითელი ფერისაა.

კავერნოზული ჰემანგიომა: კავერნოზული სისხლძარღვოვანი ხალი კი შედგება უფრო დიდი სისხლძარღვოვანი სივრცეებისგან. ამ სისხლძარღვებს შორის არის სისხლით სავსე ფართო სივრცეები. მათ შეუძლიათ შექმნან სისხლდენისა და სისხლის შედედების სხვადასხვა პრობლემები. კავერნოზული ჰემანგიომები ძირითადად ვითარდება თვალების გარშემო და კანის უფრო ღრმა ფენებში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომა, კატარაქტა და ამბლიოპია (ზარმაცი თვალი).

დამატებით, ზოგიერთ ჰემანგიომას შეიძლება ჰქონდეს როგორც კაპილარული, ისე კავერნოზული მახასიათებლები. ორივე ტიპის მახასიათებლის მქონე ჰემანგიომას კომბინირებული ჰემანგიომა ეწოდება.

რა არის ჰემანგიომის სიმპტომები?

ჰემანგიომების წარმოქმნის დროს ან მის შემდეგ შესაძლოა არ რაიმე საჩივარი არ ახლდეს თან. თუმცა, მათი მდებარეობისა და ზომის მიხედვით, შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული სიმპტომები. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰემანგიომა დიდია, მდებარეობს მგრძნობიარე უბანში, მაგალითად გენიტალურ ზონაში, ან თუ არის ერთზე მეტი ჰემანგიომა, შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სიმპტომები. კანზე წარმოქმნილი ჰემანგიომები ძირითადად იწყება პატარა წითელი ხაზების ან ბუშტუკის მსგავსი შეშუპებების სახით. ზრდასთან ერთად, ის ემსგავსება ხალს, რომლის ფერიც მუქი წითლიდან ბორდოსფერამდე იცვლება. ამ გარეგნობის გამო მათ ზოგჯერ "მარწყვისებრ ჰემანგიომასაც" უწოდებენ. კანის ზედაპირთან ახლოს ყოფნისას ისინი შეიძლება იყოს მკვეთრი წითელი, ხოლო უფრო ღრმად - იისფერი ან მოლურჯო ფერის.

ჰემანგიომები ძირითადად მერყეობს 0,64 სმ-დან 5,1 სმ-მდე ზომებში. ჰემანგიომა შეიძლება იყოს სხეულის მხოლოდ ერთ ადგილას, მაგალითად ერთ ფეხზე, ან შეიძლება გამოჩნდეს სხეულზე დაჯგუფებების სახით. მიუხედავაისა, რომ კანზე არსებული ჰემანგიომები ძირითადად ტკივილს არ იწვევს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გახდეს მგრძნობიარე.

შესაბამისად, ჰემანგიომის ძირითადი სიმპტომებია:

კანზე წითელი, იისფერი ან მოლურჯო ფერის ლაქები,

კანის ზედაპირზე ამობურცულობა,

თუ ჰემანგიომა არის ქუთუთოზე, მხედველობის არის შევიწროება ან ქუთუთოს ჩამოვარდნა.

ჰემანგიომები შეიძლება განვითარდეს შინაგან ორგანოებშიც, ყოველგვარი სიმპტომების გამოვლენის გარეშე. ღვიძლი არის ის ორგანო, სადაც ჰემანგიომების წარმოქმნა ყველაზე ხშირად გვხვდება. ღვიძლში ჰემანგიომის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჰემანგიომები ძირითადად არ აფთხოვებს ღვიძლის ფუნქციებს.

მიუხედავად ამისა, თუ ორგანოში არსებული ჰემანგიომა დიდია ან რაოდენობით ბევრია, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორგანოების ფუნქციაზე.

რა იწვევს ჰემანგიომას?

მიუხედავად იმისა, რომ ჰემანგიომების ზუსტი მიზეზი უცნობია, კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთმა ფაქტორმა შესაძლოა გაზარდოს ჰემანგიომის რისკი. შესაბამისად, ჰემანგიომის ძირითადი რისკფაქტორებია:

ასაკი: ჰემანგიომები ძირითადად ახალშობილებში გვხვდება. ჰემანგიომა ჩვილებში განსაკუთრებით გავრცელებულია 2 თვიდან 2 წლამდე ასაკობრივ დიაპაზონში.

ნაადრევი მშობიარობა: კვლევები აჩვენებს, რომ სისხლძარღვოვანი ხალები პრემატურულ ჩვილებში უფრო ხშირად გვხვდება.

სქესი: მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი უცნობია, კვლევები აჩვენებს, რომ ქალებში ჰემანგიომის განვითარების რისკი მამაკაცებთან შედარებით მაღალია.

ღია ფერის კანი: ღია ფერის კანის მქონე ჩვილებში ჰემანგიომები უფრო ხშირად გვხვდება.

დამატებით, მიიჩნევენ, რომ ჩვილებს, რომლებიც მუცლად ყოფნისას საკმარის ჟანგბადს ვერ იღებენ, სხეულის ზოგიერთ უბანში ნორმალურზე მეტი სისხლძარღვი უყალიბდებათ და ეს იწვევს ჰემანგიომას.

როგორ ხდება ჰემანგიომის დიაგნოსტიკა?

ვინაიდან ჰემანგიომა არის კანის ზედაპირზე გამოვლენილი ლაქები, დიაგნოზი უმეტესად მარტივად, ფიზიკური გასინჯვით ისმება. კანზე არსებული ამობურცული, წითელი, იისფერი ან ყავისიფერი წარმონაქმნები ექიმებს ჰემანგიომის შესახებ მნიშვნელოვან მინიშნებებს აძლევს. ეს დაზიანებები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირია ჩვილებში, დაბადებიდან რამდენიმე კვირაში ჩნდება და შესაძლოა სწრაფად იწყებდეს ზრდას. ექიმები, ისეთი მახასიათებლების შემოწმებით, როგორიცაა ამ წარმონაქმნების ზრდის სიჩქარე, ფერი და ფორმა, უმეტესად მარტივად სვამენ დიაგნოზს.

ჰემანგიომები ზოგჯერ შეიძლება გამოჩნდეს ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ღვიძლი, თირკმელი, ტვინი. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ულტრასონოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრთ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). გამოკვლევების შედეგად, თუ ექიმები საეჭვო წარმონაქმნს აღმოაჩენენ, შესაძლოა მიიღონ ბიოფსიის (მცირე ქსოვილის ნიმუშის აღება) ჩატარების გადაწყვეტილება. პაციენტთა უმრავლესობაში ორგანოებში არსებული ჰემანგიომა შესაძლოა შემთხვევითაც აღმოჩნდეს სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევების დროს.

როგორ ტარდება ჰემანგიომის მკურნალობა?

ჰემანგიომის მკურნალობა შესაძლოა იცვლებოდეს ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ჰემანგიომის ტიპი, ზომა, მდებარეობა ან იწვევს თუ არა რაიმე საჩივარს. ნორმალურ პირობებში, პატარა ჰემანგიომების უმეტესობა დროთა განმავლობაში, ყოველგვარი პრობლემის გამოწვევის გარეშე, თავისით ქრება. თუმცა, აუცილებელია ჩვილის რეგულარული დაკვირვება და იმის შემოწმება, აქვს თუ არა ადგილი ანომალიურ ზრდას. ვინაიდან ჰემანგიომები მკურნალობაზე ყველაზე დიდ სარგებელს პირველი ერთი წლის განმავლობაში იღებენ, ისინი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და დაგვიანების გარეშე უნდა იმკურნალონ.

ზოგიერთი ჰემანგიომა კი შეიძლება სწრაფად იზრდებოდეს და იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს, გამოიწვევს სხვადასხვა სიმპტომებს, დაწყებული მხედველობისა და სმენის პრობლემებიდან, დამთავრებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით, როგორიცაა გულისრევა და მადის დაკარგვა. გარდა ამისა, იშვიათად მაგრამ შესაძლოა ჰემანგიომებზე განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჭრილობა და სისხლდენა. ამასთან ერთად, სახის მსგავს უბნებში გამოვლენილი ჰემანგიომები შესაძლოა ესთეტიკურად შემაწუხებელი იყოს.

მკურნალობის პირველი არჩევანი არის მედიკამენტი, რომელსაც პროპრანოლოლი ეწოდება. ეს არის სიროფის ფორმის მედიკამენტი ჩვილებისთვის. მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ულტრასონოგრაფიული ვიზუალიზაცია, რათა დადგინდეს, არის თუ არა ჰემანგიომა ღვიძლსა და თავის ქალაში. ასევე, მედიკამენტის დაწყებამდე რეკომენდებულია ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია.

უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირული დაზიანებების დროს ისეთი სამკურნალო მეთოდები, როგორიცაა მედიკამენტური თერაპია, ადგილობრივად გამოსაყენებელი გელები ან ლაზერული თერაპია, ხელს უწყობს დაზიანების დაპატარავებას. ამასთან ერთად, რეზისტენტულ შემთხვევებში, ისეთი ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა სკლეროთერაპია ან ემბოლიზაცია, შესაძლებელია ჰემანგიომისკენ სისხლის ნაკადის შეწყვეტა და დაზიანების დაპატარავება. უფრო დიდ და ღრმად მდებარე სისხლძარღვოვან ხალებში კი შესაძლოა საჭირო გახდეს ჰემანგიომის ქირურგიული ოპერაციით ამოკვეთა.

ხშირად დასმული კითხვები

მიუხედავაისა, რომ ჰემანგიომა ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ის ძირითადად უფრო გავრცელებულია ჩვილებში. კვლევები აჩვენებს, რომ ახალშობილთა დაახლოებით 4-5%-ს აქვს ჰემანგიომა. ის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ნაადრევად დაბადებულ და დაბალი წონის მქონე ჩვილებში. ამასთან ერთად, ღია ფერის კანის მქონე ჩვილებსა და ქალებში ჰემანგიომის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. ჰემანგიომის ტიპის მიხედვით იცვლება ის ფაქტი, შესამჩნევია თუ არა ის დაბადებისთანავე. მაშინ როდესაც თანდაყოლილი ჰემანგიომები დაბადებისთანავე შესამჩნევია, ინფანტილური ჰემანგიომები, რომლებიც ჰემანგიომების ყველაზე გავრცელებული ტიპია, ძირითადად დაბადებისას არ ჩანს და დაბადებიდან 1-დან 4 კვირამდე პერიოდში მცირე სიწითლის ან ხალის სახით წარმოიქმნება. განსაკუთრებით პატარა ჰემანგიომები შესაძლოა თავისითაც გაქრეს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. თუმცა, ეს არ ეხება თითოეულ პაციენტსა და ნებისმიერი ტიპის ჰემანგიომას. ამიტომ, საჭიროა ბავშვთა ჰემატოლოგიის სპეციალისტთან კონსულტაცია იმის შესახებ, საჭიროებს თუ არა თქვენს შვილზე არსებული ჰემანგიომა მკურნალობას. ჰემანგიომები არის კეთილთვისებიანი (ბენგნური) სისხლძარღვოვანი სიმსივნეები, მათ არ აქვთ კიბოდ გადაქცევის რისკი. მიუხედავაისა, რომ ჰემანგიომები ყალიბდება სისხლძარღვოვანი უჯრედების ზედმეტი ზრდით, ეს ზრდა არ არის უკონტროლო და მავნე. პატარა ჰემანგიომები დროთა განმავლობაში, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისით შეიძლება განიკურნოს. განსაკუთრებით სახის არის, ყურის, ცხვირის ნესტოებისა და ანუსის არის გარშემო არსებული ჰემანგიომები სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა იმკურნალოს. ამასთან ერთად, ვინაიდან მკურნალობისგან ყველაზე დიდი სარგებელი პირველ ერთი წლის განმავლობაში მიიღება, ჩვილები დაბადებიდანვე მკაცრად უნდა აკონტროლოს ბავშვთა ჰემატოლოგიის სპეციალისტმა. ჰემანგიომები ჩვილებში ვითარდება ორ ფაზად. პროლიფერაციის ფაზაში, რომელიც პირველი ფაზაა, ჰემანგიომა სწრაფად იზრდება, რის შემდეგაც ის პატარავდება. ეს ეტაპი, რომელსაც ინვოლუციასაც უწოდებენ, ძირითადად იწყება მაშინ, როდესაც ბავშვი 12-18 თვისაა და მის დასრულებას შეიძლება წლები დასჭირდეს. განსაკუთრებით ზედაპირული, პატარა და კანთან ახლოს მდებარე ჰემანგიომების დროს ლაზერული თერაპია შესაძლოა ეფექტური იყოს. თუმცა, უფრო ღრმად მდებარე ჰემანგიომების მკურნალობაში ლაზერი შესაძლოა არ იყოს საკმარისი. ჰემანგიომები კეთილთვისებიანი სიმსივნეებია, ე.ი. მათი უმეტესობა საშიში არ არის. თუმცა, მათი მდებარეობის მიხედვით ჰემანგიომებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებზე, როგორიცაა მხედველობა, სუნთქვა ან კვება. გარდა ამისა, ჰემანგიომებს, რომლებზეც ჭრილობაა, შესაძლოა ჰქონდეს ინფექციის რისკი. ჰემანგიომები შესაძლოა სწრაფად გაიზარდოს განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს. ჰემანგიომები ძირითადად წარმოქმნის შემდეგ დროთა განმავლობაში უკუვითარდება და ქრება. უმეტეს შემთხვევაში ისინი იმავე უბანში ხელახლა არ ყალიბდება. ჩვილებში არსებული ჰემანგიომებისთვის პედიატრები პირველადი შეფასების შემდეგ მიმართავენ ბავშვთა ჰემატოლოგიის სპეციალისტს. მკურნალობის გადაწყვეტილებას, ხანგრძლივობასა და მისასაცემი მკურნალობის ტიპს განსაზღვრავს ბავშვთა ჰემატოლოგიის სპეციალისტი. რეზისტენტული შემთხვევები, პაციენტები, რომლებმაც მედიკამენტურ მკურნალობაზე პასუხი ვერ მიიღეს, დამატებით უნდა შეაფასოს დერმატოლოგიისა და ბავშვთა ქირურგიის სპეციალისტმა.

თუ თქვენს შვილს ან ახლობელს აქვს ჰემანგიომის სიმპტომები, დროის დაკარგვის გარეშე მიმართეთ სპეციალისტ ექიმს. ადრეული დიაგნოზისა და სწორი მკურნალობისთვის შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩვენი Hisar Hospital-ის ბავშვთა ჰემატოლოგიის განყოფილების სპეციალისტებთან. დაგვიკავშირდით ახლავე ჯანსაღი მომავლისთვის.

დაიწყეთ სწორი შეფასებით: რა არის ჰემანგიომა? სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობის მეთოდები

გაგვიზიარეთ სიმპტომები ჩვენს ექიმ-სპეციალისტებს; ერთად განვსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმა.

ვიზიტის დაჯავშნა

გაფრთხილება

თუ სიმპტომები მოულოდნელად დაიწყო, სწრაფად პროგრესირებს ან მნიშვნელოვნად ზღუდავს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დაგეგმეთ რა არის ჰემანგიომა? სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობის მეთოდები-ის მკურნალობა ჩვენს სპეციალისტებთან ერთად.

შეავსეთ ფორმა ან დაჯავშნეთ ვიზიტი, რათა გაიგოთ მკურნალობის ვარიანტების, პროცესისა და მომზადების შესახებ.

ვიზიტის დაჯავშნა

დაკავშირებული მასალები

დაკავშირებული ექიმები

ვიდეოები

დაკავშირებული სტატიები

ვებისა და სამედიცინო სარედაქციო საბჭო

ამ მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო Hisar Hospital-ის ვებისა და სამედიცინო სარედაქციო საბჭომ. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა მხოლოდ ზოგად საინფორმაციო მიზნებს ემსახურება. თქვენი ჩივილის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ბოლო განახლების თარიღი: